დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, ზედიზედ მერვედ, 50%-ზე შეინარჩუნა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, ზედიზედ მერვედ, 50%-ზე შეინარჩუნა

25-11-2024 17:48:00

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის საბაზისო განაკვეთი წლიურ 50%-ზე შეინარჩუნა. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი ზედიზედ მერვედ დატოვა უცვლელი.

დღეისათვის აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო 20 წლის მაქსიმუმზეა. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთის შენარჩუნება ინფლაციის შეკავების მიზნით მოახდინა, რომელიც ოქტომბერში 48,58%-ს შეადგენდა.

მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება ძირითადი თვიური ინფლაციის მნიშვნელოვანი და მდგრადი კლება და ინფლაციური მოლოდინები პროგნოზის ფარგლებში არ იქნება, ნათქვამია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ნოემბრის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში.
მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ძირითადი ინფლაცია ოქტომბერში შემცირდა. ბოლო კვარტლის მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ შიდა მოთხოვნა შენელებას აგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საქონლის ინფლაცია დაბალია, მომსახურების ინფლაციის გაუმჯობესების ნიშნები უფრო აშკარა გახდა. 
Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების უმეტესობა ელოდა, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი ნოემბრის შეხვედრაზე განაკვეთებს 50%-ზე შეინარჩუნებდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები