რა ვადებშიც არ უნდა მოხდეს ჩანიშვნა, ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით მის ადმინისტრირებას, - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის არჩევნების საკითხზე საუბრისას.
„როგორც იცით, ღნიშნული არჩევნები ტარდება ტრადიციული წესით. ჩვენ სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველვყოთ, როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე პროცედურულად მისი ადმინისტრირება. დაველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან როგორც იცით, ამ შემთხვევაში საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც კომისიის 300 ხმოსნიგან შედგება. შესაბამისად, აქ არის მთელი რიგი საკანონმდებლო მოცემულობები, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოლეგიის დაკომპლექტებას და მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის როლს მის ტექნიკურ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც იმსჯელებს - პრეზიდენტის არჩევის თარიღი მიმდინარე კვირას დასახელდება.
უახლესი
2 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო2 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი