88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დაასახელა და კენჭი უყარა. პარლამენტის ვიცე-სპიკერები თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი იქნებიან.
ახლად არჩეულმა პარლამენტმა, პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია დააკომპლექტა და თავმჯდომარე წარადგინა. ფრაქცია „ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილეები კი რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.
სხდომას შალვა პაპუაშვილი უძღვება, რომლის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევასაც კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს.
მანამდე, პარლამენტმა, 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ახლად არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობას.
უახლესი
54 წუთის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო1 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი