დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

16-09-2024 17:16:00

9–13 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, უმეტესად პლუსშია – დაახლოებით 0,5% დაკარგა თიბისიმ, თუმცა, წინა თვესთან შედარებით მისი აქციების ფასი მაინც გაზრდილია, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია ნათქვამი. . 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 40.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.74% წინა კვირასთან შედარებით და +2.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 175 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.05 - 42.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.53% წინა კვირასთან შედარებით და +1.62% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.95 - 29.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.45% წინა კვირასთან შედარებით და +6.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 490 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.61 - 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 118 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები