ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლოკოკინების ექსპორტი 81%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 1,533.42 ათასი დოლარის ღირებულების 248.81 ტონა ლოკოკინებია (ლიპარისის გარდა) ექსპორტირებული, 2023 წლის 10 თვეში კი 137.16 ტონა.
ქართული კოკოკინასთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი საფრანგეთია. სწორედ საფრანგეთზე მოდის ლოკოკინას ექსპორტის 56%-ი. საგულისხმოა, რომ 2024 წლის 10 თვეში ლოკოკინა ექსპორტზე 4 ქვეყანაში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 2022 წლიდან ფიქსირდება.
უახლესი
4 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი