დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Booking-ზე ჯავშნები 15%-ით გაიზარდა

Booking-ზე ჯავშნები 15%-ით გაიზარდა

07-08-2023 09:30:35

ამერიკულმა Booking Holdings-მა, რომელიც ფლობს მოგზაურობის დაგეგმვის სხვადასხვა სერვისს,  2023 წლის მეორე კვარტალი მოგებითა და შემოსავლით მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა, ვიდრე ეს ბაზრის მოლოდინი იყო.

კომპანიის წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 1,29 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ აქციაზე 35,16 აშშ დოლარი. ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოგება 857 მლნ აშშ დოლარი იყო, ანუ აქციაზე 21,07 აშშ დოლარის ოდენობით.

ირკვევა, რომ კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 27%-ით, 4,29 მილიარდი დოლარიდან 5,46 მილიარდ დოლარამდე.

ჯავშნების ჯამური მოცულობა ბოლო კვარტალში 15%-ით გაიზარდა და ფულადი თვალსაზრისით 39,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.

”მესამე კვარტალში ჩვენ ვემზადებით ზაფხულის რეკორდული სეზონისთვის“, - თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გლენ ვოგელმა.

2023 წლის დასაწყისიდან Booking-ის კაპიტალიზაცია 41%-ით გაიზარდა და 106,55 მლრდ დოლარს მიაღწია, ხოლო Nasdaq-ის ინდექსი მესამედით გაიზარდა.


 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები