ცოცხალი ფუტკრების იმპორტი 5.4%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 62.79 ათასი დოლარის ღირებულების 5.68 ტონა ცოცხალი ფუტკრების იმპორტი განახორციელა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5.39 ტონის.
მიმდინარე წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით, თურქეთი საქართველოსთვის ცოცხალი ფუტკრების ერთადერთი იმპორტიორი ქვეყანაა. თუმცა გასულ წელს საქართველოში ცოცხალი ფუტკარი ბელგიიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან შემოვიდა.
საქართველოში ცოცხალი ფუტკრების იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 14.63 ტონა ცოცხალი ფუტკრის იმპორტი მოახდინა.
უახლესი
23 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს42 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”