დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართვეოდან კენიაში ექსპორტი 46%-ითაა გაზრდილი - TOP-5 საექსპორტო პროდუქტი

საქართვეოდან კენიაში ექსპორტი 46%-ითაა გაზრდილი - TOP-5 საექსპორტო პროდუქტი

10-11-2023 19:00:26

კენიაში ექსპორტი 46%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ კენიაში ექსპორტზე 820.41 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 560.47 ათასი დოლარის დონეზე იყო.

ბოლო 11 წლის სტატისტიკის მიხედვით, კენიაში ექსპორტმა მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოდან კენიაში 13,546.76 ათასი დოლარის პროდუქცია გადაიზიდა.

მიმდინარე წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით კი საქართველოდან კენიაში ნომერ პირველი სასაქონლო პროდუქტი სამაგიდო ან ოთახის თამაშობანია, სწორედ მასზე მოდის მთლიანი ექსპორტის 75%-ი. მეორე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები (9%), ხოლო მესამეზე პლასტმასის ნაწარმი (5%).

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო კენიაში ყიდის: 

  • საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 614.87 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 75.79  614.87 ათასი დოლარი,
  • პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 38.55  614.87 ათასი დოლარი,
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 30.01  614.87 ათასი დოლარი,
  • მანქანები ელექტრული და აპარატურა, რომელთაც გააჩნიათ ინდივიდუალური ფუნქციები - 20.75  614.87 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები