დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 23%-ით გაიზარდა

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 23%-ით გაიზარდა

17-07-2024 10:00:00

2024 წლის იანვარ-ივნისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 23%-ით გაიზარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 022,855 ტონა შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 528,418 ტონა. შესაბამისად ზრდა 22,63%-ია.
2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის თებერვალში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 3%-ია. 2019 წელს იანვარ-ივნისში აეროპორტი 11 421,734 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2022 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 8 788,996 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის 6 თვეში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 25%-იანი მატება დაფიქსირდა. 
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები