დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო კიტრს

სად ყიდულობს საქართველო კიტრს

16-07-2023 11:30:19

საქართველოში კიტრის იმპორტი 8%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 3,559.34 ათასი დოლარის 9,130.71 ტონა კიტრი იყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 5 თვეში ეს მაჩვენებელი 8,429.11 ტონას შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ახალი და გაცივებული კიტრისა და კორნიშონების იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამ წელს ქვეყანამ 11,875.48​ ტონა კიტრი იყიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებზე 48%-ით მეტია.

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში კიტრის იმპორტი სულ 6 ქვეყნიდან განხორციელდა, საიდანაც ლიდერი თურქეთია, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 89%-ი მოდის.

სად ყიდულობს საქართველო კიტრს?

  • თურქეთი - 8,169.32 ტონა,
  • ირანი - 920.71 ტონა,
  • სომხეთი - 26.92 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 13.76 ტონა,
  • ნიდერლანდები - 0.00 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები