დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რაში დახარჯავს იუსტიციის სასწავლო ცენტრი თითქმის 1 მლნ ლარს

რაში დახარჯავს იუსტიციის სასწავლო ცენტრი თითქმის 1 მლნ ლარს

26-09-2023 11:00:16

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაფართოებას გეგმავს. ამ მიზნით უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც გარდაბნის სოფელ სააკაძეში 2 შენობის აგებას ითვალისწინებს. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა განაცხადი 17 ოქტომბრამდე უნდა შეიტანონ.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 966 588 ლარია. პროექტის თანახმად, სააკაძეში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ცალკე მდგარი სასადილო უნდა აშენდეს. 

ტენდერის პირობების მიხედვით, აღნიშნულ ობიექტებზე სამუშაოების პროცესში პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლის) მიერ გამოყენებული ყველა მასალა- მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და მაღალი ხარისხის, რაზეც შემსყიდველს უფლება აქვს, სურვილისამებრ მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტის დამადასტურებელი სერთიფიკატ(ებ)ი, ასევე, სამუშაოების ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამუშაოებისთვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ნიმუშები, მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში (მოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს როგორც წერილობით ასევე სიტყვიერად), აღნიშნული ნიმუშები, როგორც ხარისხის, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით შეიძლება დაწუნებულ იქნას შემსყიდველის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ნიმუშები და/ან შესრულებული სამუშაო არ იქნება მოწონებული შემსყიდველის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა და სამუშაო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები