ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი (KIU) „ქართუ“-ს მიერ განათლების სექტორში ჩადებული 1 მლრდ-იანი ინვესტიციის შედეგად გაიხსნა, სადაც გაფართოების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ხორციელდება. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ განაცხადა, კამპუსის განვითარება საბოლოო ჯამში 60 ჰა-ზე მოხდება და გათვლა 30 ათას სტუდენტზე კეთდება.
„ცხადია ამ მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში არ ხორციელდება. მოგეხსენებათ ფონდი „ქართუ“ 1 მლრდ დოლარის მოცულობით ახორციელებს ამ პროექტს. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა. ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ინატროს ევროპის მაღალგანვითარებულმა უნივერსიტეტმა. ეს ინფრასტრუქტურა წელს გაცილებით უფრო გაიზრდება. ჩვენი მიზანია, რომ კამპუსზე, რომელიც მოიცავს 60 ჰა-ს ეს ინფრასტრუქტურა განვითარდეს, დაახლოებით 30 ათას სტუდენტზე გვაქვს გათვლა. უკვე სექტემბრიდან დავიწყებთ 9 ახალი პროექტის განხორციელებას, მათ შორის 2 ახალი სადოქტორო პროგრამაა. ვიწყებთ ორმაგი დიპლომის პროგრამებს მედიცინის და დიზაინის მიმართულებით ნეაპოლის უნივერსიტეტთან და ჩვენს კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ აქვე მიიღონ ევროპული დიპლომი, მაღალი დონის განათლება. ესეც სიმბოლურია, ნეაპოლში არის პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამოუკიდებელი აქართველოს ისტორიაში დაფუძნებული პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია.
ჩვენ გვექნება ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგიის მიმართულებით. გვექნება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საქპატენტთან ერთად და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე გვექნება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და იურიდიული ფაკულტეტიც, რომელიც ასევე დაეფუძნება ახალ მიდგომებს, სწავლების ახალ მეთოდს.
ჩვენ გაქვს ძალიან დიდი უპირატესობა, როგორც ახალ უნივერსიტეტს, შეგვიძლია ახალ მიდგომებზე დაფუძნებული სპეციალობები განვავითაროთ. ჩვენ არ გვინდა გავიმეოროთ კლასიკური, სტანდარტული, იმიტომ, რომ ცვლილება ყველაფერს ეხება. ცვლილება უნდა შეეხოს განათლების სფეროსაც. ჩვენ მაქსიმალურად მზად და რაც მთავარია ღია ვართ“, - აცხადებს გიორგი ხუბუა.
უახლესი
1 საათის წინ
მომავალ კვირაში KIU-ში Huawei-ს აკადემია გაიხსნება3 საათის წინ
„ჯიველი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
ვიწყებთ ორმაგი დიპლომის პროგრამებს - KIU-ს რექტორი