თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2025 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზი 21%-დან 24%-მდე გაზარდა, აღნიშნული იყო მარეგულირებლის ხელმძღვანელის ფატიჰ კარაჰანის მიერ წარდგენილ პრეზენტაციაზე.
თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა (TUIK) ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის წლიურმა ინფლაციამ იანვარში 42,12%-ი შეადგინა, რაც მის პროგნოზს 41,25 %-ს აღემატება.
სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ და მსოფლიო ბაზრებზე ამერიკული ვალუტის გამყარების ფონზე, თურქულ ლირასთან დოლარის კურსმა პირველად 36 ლირას მიაღწია.
„2025 წლის ინფლაციის პროგნოზი 21-დან 24 პროცენტამდე გაიზარდა. 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი შენარჩუნდა 12 პროცენტზე“, - განაცხადა კარაჰანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ქვეყანა მაღალი ინფლაციის მდგრადი და მნიშვნელოვანი კლების პერიოდში შევიდა.
უახლესი
3 საათის წინ
მომავალ კვირაში KIU-ში Huawei-ს აკადემია გაიხსნება6 საათის წინ
„ჯიველი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
ვიწყებთ ორმაგი დიპლომის პროგრამებს - KIU-ს რექტორი