500 კვტ-მდე სიმძლავრის მზის პანელები კომერციული დანიშნულებითაც ბევრგან გაჩნდა - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, რაც გამოიხატება იმაში, რომ იმ მოხმარებას, რასაც მომხმარებელი იკმაყოფილებს, დანარჩენს იჯარით გასცემს სხვა პირზე და მწვანე ენერგიით ხდება სხვადასხვა საწარმოების და ორგანიზაციების უზრუნველყოფა.
„კომერციული დანიშნულებით, ვინც აკეთებს ის რა თქმა უნდა იღებს შემოსავალს და მოგებას“, - აღნიშნა ნარმანიამ.
მისი თქმით, მზის სადგურები, რომელიც ნახევარ მეგავატამდეა სახელმწიფოსგან წახალისებულია, რადგანაც
„მთავრობა აფორმებს მემორანდუმს, ასეთი ტიპის ობიექტებთან და ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტს უფორმებს ანუ ე.წ სიეფდი (cfd) კონტრაქტს, რაც ასევე წამახალისებელი მექანიზმია მზის პროექტებისთვის. ეს არის ბოლო პერიოდში რა ფასიც ფორმდება 5.6 დოლარის ცენტი, რაც საკმაოდ კარგი ფასია და დიდი დაინტერესებაც არის ამ ხელშემწყობი მექანიზმით. გარანტია არის რა თქმა უნდა, ვინც ამ პროექტს აკეთებს და გარანტია არის ბანკებისთვისაც, რომლებიც აფინანსებენ ამ პროექტებს. მათ იციან რომ გაყიდულ ყოველ კილოვატ საათ ენერგიაზე მათი დაფინანსებული პროექტი მინიმუმ 5.6 ცენტს მიიღებს. თუ მასზე ნაკლები მიიღო ანუ ბაზარზე იაფი იქნა ენერგია მთავრობა უვსებს ამას. ეგ არის სწორედ ფასთა შორისი სხვაობის კონტრაქტის დანიშნულება“, - აცხადებს ნარმანია.
უახლესი
1 საათის წინ
მომავალ კვირაში KIU-ში Huawei-ს აკადემია გაიხსნება4 საათის წინ
„ჯიველი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
ვიწყებთ ორმაგი დიპლომის პროგრამებს - KIU-ს რექტორი