დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია შვეიცარიელი ტურისტებისთვის - Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი

საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია შვეიცარიელი ტურისტებისთვის - Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი

13-04-2025 12:02:00

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო. Lufthansa- გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა განახორციელა.

საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობოტერმინალში გამართულ ოფიციალურ მიღებისთვის საგანგებოდ ციურიხიდან ჩამოვიდა Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი. სიტყვით გამოსვლისას დევიდ ნუფერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას რამდენიმეწლიანი მუშაობისთვის, ასევე ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა საშუალებითაც დღეიდან ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია ოპერირებს.

,,ძალიან ბედნიერები ვართ ფრენების დაწყებით. ამ პროექტზე თითქმის ოთხი წელი ვმუშაობდით. საბოლოოდ წარმატებით დავასრულეთ და დღეიდან უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ მგზავრებს პირდაპირი კავშირი ციურიხსა და თბილისს შორის.

საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია შვეიცარიელი ტურისტებისთვის. თავისი მრავალფეროვნებითა და კულტურით ქვეყანა პოპულარული ხდება შვეიცარიელ ტურისტებში,-‘’განაცხადა დევიდ ნუფერმა.

ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აქამდე ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობდა. თუმცა, მოგზაურების ის ტრაფიკი, რომლებიც ყოველწლიურად შვეიცარიასა და საქართველოს შორის მოგზაურობენ, მზარდია. ,,ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახლა იყო შესაფერისი დრო, რომ შევსულიყავით ამ მზარდ ბაზარზე და კიდევ უფრო განვავითაროთ ის ჩვენი ფრენებით,-‘’აღნიშნა Edelweiss-ის Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერმა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები