„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატასაქართველოში (ამჩამი) და MAC Georgia ახორციელებენ. სასტიპენდიო პროგრამა სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სასურველი პროფესიის დასაუფლებლად საჭირო ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ.
ფოტო1
სასტიპენდიო პროგრამა ამერიკის სავაჭრო პალატამ, „მაკლეინის ასოციაციასთან“თანამშრომლობით, 2023 წელს დაიწყო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარებისმსურველთათვის. მიმდინარე წელს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგისა“ და სხვა სპონსორების ფინანსური კონტრიბუციის საშუალებით 61 სტუდენტი მიიღებს უმაღლესგანათლებას. სტიპენდიატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მათი სოციალურიმდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა დაგასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.
ფოტო 2 ეკა
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი:„განათლების მხარდაჭერა, მათ შორის ახალგაზრდების გაძლიერება, „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია. ამ მიმართულებით არაერთ სხვადასხვა პროექტსა და პროგრამას ვუჭერთ მხარს. სასტიპენდიო პროგრამა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მასშტაბიდან გამომდინარე, რადგან ბიზნესებს, რომლებიც საერთო მიზნის გარშემო ვერთიანდებით, შესაძლებლობა გვაქვს, უფრო მეტ ახალგაზრდას აღმოვუჩინოთ გრძელვადიანი მხარდაჭერა, ვიდრე ამას თითოეული ჩვენგანი შეძლებდა ცალკე, ინდივიდუალური ძალისხმევით. შესაბამისად, სიამოვნებით შევუერთდით „ამჩამისა“ და „მაკ ჯორჯიას“ სასტიპენდიო პროგრამას, სადაც სხვა თანამოაზრეებთან ერთად ვუჭერთ მხარს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში სურთ პროფესიის შეძენა, მაგრამ თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევთ ამის საშუალებას. განათლების მხარდაჭერა „თეგეტასთვის“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რამდენადაც შედეგი გრძელვადიანია, გათვლილია ახალგაზრდების გაძლიერებასა და მათთვის დადებითი ცვლილებების მოტანაზე“.
ფოტო3
2024-2025 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიატების წარდგენისა და დაჯილდოების ცერემონია „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენპროგრამის ბენეფიციარები, დონორი ორგანიზაციები და ასოციაციის წევრი კომპანიები.ორგანიზაციის წევრი კომპანიების დახმარებით შეგროვდა თანხები იმ სტუდენტთა მხარდასაჭერად, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას დაფინანსების გარეშე ვერ შეძლებდნენ. პროგრამისფარგლებში 4 წლის განმავლობაში მათ სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური დასაჭიროების შემთხვევაში განთავსების ხარჯებიც.
ირაკლი ბაიდაშვილი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი: „განათლებისსფერო ამერიკის სავაჭრო პალატისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.სასტიპენდიო პროგრამა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია „მაკ ჯორჯიასთან“ ერთადსწორედ განათლების სფეროს მხარდასაჭერად შევქმენით. მინდა მადლობა ვუთხრაინიციატივის დონორ ორგანიზაციებს, მათ არა მხოლოდ თანხები გაიღეს ამპროექტისთვის, არამედ მხარი დაუჭირეს ამ ახალგაზრდების მისწრაფებას - ისწავლონ,რათა ჩვენს ქვეყანას, მის ეკონომიკას წარმატებული მომავალი ჰქონდეს“.
ფინანსური მხარდაჭერის პარალელურად, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს არაერთი სხვა მიმართულებითაც ეხმარებიან, რომელთა შორისაა სტაჟირებები, ინგლისური ენისკურსები, მოკლე ტრენინგები და ა.შ.
სტუდენტებს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერიც შეხვდა და მათ დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრა. შეხვედრაზევე დაიგეგმა სტუმრობა „თეგეტას“ ახალ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში გეზის ტერიტორიაზე, სადაც სტუდენტები MAN-ის მიერ A+ სტანდარტით შეფასებულ სერვისცენტრს დაათვალიერებენ და მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურაზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტსმოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისოვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურადწარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო დასპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტიწამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტაჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესიდამსაქმებელია.
უახლესი
1 საათის წინ
მომავალ კვირაში KIU-ში Huawei-ს აკადემია გაიხსნება3 საათის წინ
„ჯიველი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს3 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
ვიწყებთ ორმაგი დიპლომის პროგრამებს - KIU-ს რექტორი