დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელსაც საკმაოდ მშვიდად მივდივართ სატარიფო თვალსაზრისით და რაიმე ზრდა დაგეგმილი არ არის - დავით ნარმანია

წელსაც საკმაოდ მშვიდად მივდივართ სატარიფო თვალსაზრისით და რაიმე ზრდა დაგეგმილი არ არის - დავით ნარმანია

07-02-2025 18:00:00

მიმდინარე წელსაც ჩვენ საკმაოდ მშვიდად მივდივართ სატარიფო თვალსაზრისით და რაიმე ზრდა დაგეგმილი არ არის, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა.

„ელექტროენერგიის ტარიფები გახსოვთ თქვენ, რომ 2023 წლის ბოლოს სამი თეთრით შევამცირეთ, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის. მაშინ დადგინდა წყალმომარაგების ახალი ტარიფი. კიდევ უფრო ადრე, ერთი წლით დადგინდა გაზმომარაგების ტარიფები 5 წლით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვინაიდან 2, 3, 5 წლიან პერიოდზე, ანუ საშუალო ვადიან პერიოდზე ვადგენთ ტარიფებს, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ყოველი წლის ბოლოს არ დავადგინოთ ეს ტარიფები. უფრო საშუალო ვადიანი პერიოდისთვის დავადგინოთ და ბიზნესმაც და მოსახლეობამაც იცოდეს, რომ ამ საშუალო ვადიან პერიოდში ტარიფები იქნება უცვლელი. აქედან გამომდინარე, ტარიფების რაიმე სახით ზრდა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის“, - აცხადებს დავით ნარმანია.
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები