2024 წელს კომპანია დამაკმაყოფილებლად აფასებს. ამ ეტაპზე „ჯიველი“ ექსპორტს აქტიურად ახორციელებს პოლონეთში, თუმცა იგეგმება საექსპორტო ბაზრების გაფართოება გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და სხვა მიმართულებებითაც. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაკა მიქელაძე აცხადებს, რომ 2025 წელს გაყიდვების გასაზრდელად „ჯიველი“ აქტიურბას კიდევ უფრო გააძლიერებს.
„2024 წლის შედეგებით შემიძლია გითხრათ, რომ 2023 წელთან შედარებით გავზარდეთ რეალიზაცია. მოლოდინები რა თქმა უნდა უფრო მეტი გვქონდა, თუმცა ვითვალისწინებთ , რომ კომპანია „ჯიველი“ ახალგაზრდა მეღვინეობაა ჯერ მხოლოდ 10 წლის ისტორიით. 2025 წლისთვის დაგეგმილია აქტიური მუშაობა გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით. ამ ეტაპზე კომპანიის ექსპორტის 90% პოლონეთში ხორციელდება. ამავდროულად, გვსურს გავიდეთ ისეთ ბაზარზე როგორიც არის გერმანია, დიდი ბრიტანეთი,ჩინეთი,მოვიაზრებთ ამერიკის ბაზარსაც. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიმართულებით “- განმარტა კომპანია „ჯიველი“ -ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკა მიქელაძემ.
ცნობისათვის, მეღვინეობა „ჯიველი“ დაარსდა კახეთში, ქალაქ თელავთან ახლოს მდებარე სოფელ ვარდისუბანში და ოპერირებს ბაზარზე 2014 წლიდან. წინანდლის მიკროზონაში გაშენებული 40 ჰექტარი ვენახითა და სრულიად თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საწარმოთი, კომპანია უკვე ათი წელია, გამორჩეული ხარისხის ღვინოს აწარმოებს. ის ქართველმა და პოლონელმა ინვესტორებმა ვაზისა და ღვინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და ტრადიციული ქართული მეღვინეობის ახალი პოტენციალის აღმოჩენის სურვილით დაარსეს.
უახლესი
1 საათის წინ
მომავალ კვირაში KIU-ში Huawei-ს აკადემია გაიხსნება3 საათის წინ
„ჯიველი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
ვიწყებთ ორმაგი დიპლომის პროგრამებს - KIU-ს რექტორი