დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2025 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2025 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

07-02-2025 19:00:00

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2025 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზი 21%-დან 24%-მდე გაზარდა, აღნიშნული იყო მარეგულირებლის ხელმძღვანელის ფატიჰ კარაჰანის მიერ წარდგენილ პრეზენტაციაზე.

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა (TUIK) ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის წლიურმა ინფლაციამ იანვარში 42,12%-ი შეადგინა, რაც მის პროგნოზს 41,25 %-ს აღემატება.

სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ და მსოფლიო ბაზრებზე ამერიკული ვალუტის გამყარების ფონზე, თურქულ ლირასთან დოლარის კურსმა პირველად 36 ლირას მიაღწია.

„2025 წლის ინფლაციის პროგნოზი 21-დან 24 პროცენტამდე გაიზარდა. 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი შენარჩუნდა 12 პროცენტზე“, - განაცხადა კარაჰანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ქვეყანა მაღალი ინფლაციის მდგრადი და მნიშვნელოვანი კლების პერიოდში შევიდა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები