მომავალ კვირაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საინფორმაციო-ტექნოლოგიების მიმართულებით Huawei-ს აკადემია გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ განაცხადა.
მისი თმით, KIU თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით უკვე აქტიურად თანამშრომლობს GITA-სთან.
„GITA-სთან ჩვენ ტრადიციულად კარგი ურთიერთობა გაქვს და გვინდა უფრო ინტენსიური გახდეს ქუთაისში დაგეგმილი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სერიოზული ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბებას. ამ ჰაბის ჩამოყალიბების პროცესში და მონაწილეობის თვალსაზრისითაც ჩვენ საკმაოდ კარგი გეგმები გაქვს და უკვე ვახორციელებთ კიდეც ამ გეგმის ცალკეულ ნაწილებს. ვფიქრობ, რომ ამ ინტელექტუალური რესურსის მონაწილეობით უნივერსიტეტს შეუძლია კარგი პარტნიორობა შესთავაზოს GITA-ს. მომავალ კვირაში ჩვენ ვხსნით Huawei-ს აკადემიას საინფორმაციო-ტექნოლოგიების მიმართულებით. და მიზანი არის სწორედ ეს, რომ ჩვენს სტუდენტებს, პროფესურას, აკადემიურ პერსონალს და რეგიონს ამ მხრივ მიეცეს განვითარების სერიოზული პერსპექტივა. და მხოლოდ ასეთ ინტეგრირების პროცესში შეიძლება ჩვენ გაგვავითაროთ არამხოლოდ უნივერსიტეტი, არამედ რეგიონიც“, - განაცხადა გიორგი ხუბუამ.
უახლესი
3 საათის წინ
მომავალ კვირაში KIU-ში Huawei-ს აკადემია გაიხსნება5 საათის წინ
„ჯიველი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
ვიწყებთ ორმაგი დიპლომის პროგრამებს - KIU-ს რექტორი