უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს და დარეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ საქართველოში, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაკვლევი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა სულ მცირე ერთი საათით, შრომის ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით, ან დროებით არ იმყოფებოდა სამუშაოზე ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო.
როგორც სადეპუტატო შეკითხვის პასუხად საქსტატის ოფიციალურ პასუხშია განმარტებული, საქსტატი სამუშაო ძალის სტატისტიკას აწარმოებს შინამეურნეობების შერჩევითი გამოკვლევის საფუძველზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეკომენდაციების შესაბამისად.
აღნიშნული რეკომენდაციის მიხედვით, პირი ითვლება დასაქმებულად თუ გამოსაკვლევი პერიოდის (გამოკითხვის მომენტიდან წინა 7 დღე) განმავლობაში მუშაობდა სულ მცირე ერთი საათით, შრომის ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით, ან დროებით არ იმყოფებოდა სამუშაოზე შვებულების, ავადმყოფობის, ტექნიკური, ეკონომიკური ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
„სამუშაოზე დროებით არყოფნაში იგულისხმება, რომ პირს ჰქონდა აღნიშნული სამუშაო (ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას), თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო დროებით არ იმყოფებოდა სამუშაოზე. ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმის მიხედვით, პირი ითვლება დასაქმებულად იმის მიუხედავად, არის თუ არა ის რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ.
ამასთან, პირის ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია არ განაპირობებს დასაქმებულად მისი ავტომატურად ჩათვლის წინაპირობას“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
უახლესი