თუ ფლობთ სასტუმროს ან ტურისტულ სააგენტოს, მართავთ რესტორანს ან მარანს, საქმიანობთ საავიაციო სფეროში, ფიქრობთ ტურისტული საწარმოს შექმნაზე ან უბრალოდ, ამ სფეროთი გატაცებული ხართ, მაშინ 6-7 დეკემბერი თქვენს კალენდარზე აუცილებლად უნდა მოინიშნოთ. ამ დღეებში ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ღონისძიება - საქართველოს ტურიზმის სამიტი გაიმართება და ასობით სტუმარს უმასპინძლებს. ამ სტატიაში ჩვენ გიამბობთ, თუ რა დაგხვდებათ „ტურისტერზე“ - საქართველოს ტურიზმის 2024 წლის სამიტზე.
რა არის „ტურისტერი“?
ტურისტერი ყოველწლიური სამიტია, რომლის მიზანი ამ სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. იგი ყოველწლიურად აერთიანებს პროფესიონალებს სხვადასხვა დარგიდან და დამსწრეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ მსოფლიო და ადგილობრივ ტენდენციებს, ანალიტიკურ მიმოხილვებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას ტურიზმის სფეროში უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.
სამიტი პასუხს სცემს მთავარ შეკითხვას: როგორია ტურიზმის ხვალინდელი დღე?
სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ტურიზმის სფეროს წამყვან სპიკერებს, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს და ვორკშოპებს, მონაწილეობა მიიღონ ტურიზმის თემაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის საკითხებზე გამართულ განხილვებში.
ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიების წამყვანი სპეციალისტებიც.
ტურისტერი 2024-ის თემატიკა და სპიკერები
წლევანდელი ტურისტერი ფოკუსირებულია სამ ძირითად საკითხზე, ესენია:
სამიტი კი გამორჩეულია იმით, რომ მასში მონაწილეობას იღებენ ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები. მათ შორის არიან:
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ტენდენციების შესახებ მიმოხილვას გალტ & თაგარტის სექტორის უფროსი კვლევით დეპარტამენტში, თათია მამრიკიშვილი წარადგენს.
საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი კი ისაუბრებს იმ პლატფორმებზე, რომელთა დახმარებითაც სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესს გაყიდვების ზრდისა და ახალი მომხმარებლები მოზიდვის შესაძლებლობა აქვს.
სპიკერების სრული სიის სანახავად ესტუმრეთ ბმულს.
ვინ დაესწრება „ტურისტერს“?
ღონისძიებაზე დასწრება ტურიზმის სექტორით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის იქნებიან მაღალი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები შემდეგი სფეროებიდან:
შესაბამისად, ღონისძიება საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი კავშირების დასამყარებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და პრაქტიკული რეკომენდაციების მისაღებად.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ შეუძლიათ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. სამიტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და ბეტა პრინტი. სპონსორები არიან: სასტუმრო Colosseum Marina, GURU Holding, Exely, TripCamp, USAID.
უახლესი