ბათუმში „ოცნების ქალაქში“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია „ანაგის“ წარმომადგენელმა დავით ანდღულაძემ კომენტარი გააკეთა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთ მდებარეობს.
„ვუსამძიმრებთ ამ ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს. მართლაც საშინელი ტრაგედიაა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ სად მოხდა ეს შემთხვევა, შემთხვევის ადგილი, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, არის ჩვენი სამშენებლო ობიექტის ფარგლებს გარეთ და ამ ტერიტორიასთან ჩვენ არანაირი გადაკვეთა არ გვაქვს“, - განაცხადა ანდღულაძემ.
ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.
უახლესი
5 საათის წინ
2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო7 საათის წინ
ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე - Bogveli7 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია