საოჯახო სასტუმრო Guest House Ardoti ისტორია 2019 წლიდან იწყება. სასტუმრო პირიქითა ხევსურეთში, სოფელ არდოტში, შატილიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia სასტუმროს დამფუძნებელს, ლევან არდოტელს ესაუბრა. მისი თქმით, სტუმრებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობენ, რომლის გამრავალფეროვნებასაც აქტიურად გეგმავენ.
„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 2019 წელს და მეექვსე სეზონია ვმუშაობთ. თავიდან გვქონდა მხოლოდ განთავსება და კვება. ახლა გარდა ამისა, ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ, საცხენოსნო ტურებს, საფეხმავლო გამყოლს, მანქანით ტრანსპორტირებას, ტრადიციული კერძების მასტერკლასებს და სამომავლოდ ვგეგმავთ ველო ტურების დამატებას “, - აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი ლევან არდოტელი.
სასტუმროს ძირითადად უცხოელი სტუმრები სტუმრობენ, თუმცა არიან ადგილობრივი ვიზიტორებიც.
„70-80% უცხოელი ტურისტები გვყავს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კი ამოდიან, თუმცა არ ინტერესდებიან სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით. ძირითადად, ამოსვლა განთავსება და მეორე დღეს უკან დაბრუნება. ჩვენი სერვისები უფრო უცხოელებზეა გათვლილი. ახლა ვითარდებით. ამ საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებზე მაინცდამაინც დიდი დაინტერესება არ გვაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ ბევრი სერვისი შევთავაზოთ. ჩვენ სეზონურად ვმუშაობთ. გზა ხევსურეთში მაისის დასაწყისში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე ამინდი როგორც საშუალებას მოგვცემს, ოქტომბრის ბოლომდე ვმუშაობთ. გამოგვდის ნახევარი წელი “, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი ლევან არდოტელი.
ამ ეტაპზე სასტუმრო განთავსების ადგილების ზრდას არ გეგმავს და ფოკუსირებას სერვისის გაუმჯობესებასა და მეტი კომფორტის შექმნაზე გეგმავს.
„როგორც წესი ყოველ წელს ვამატებთ ოთახებს. ჯერ არ ჩაგვიგდია წელი. სამი ოთახი გვქონდა თავიდან და ახლა გვაქვს 14. ამ ეტაპზე, განთავსების ადგილების გაზრდა აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ სხვა სამთო კურორტებთან შედარებით ხევსურეთში ტურიზმი მაინცდამაინც ვერ არის განვითარებული ახლა ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი კომფორტი შევქმნათ. ჩვენთან ელექტრო ენერგია პანელებზე გვაქვს, წყალსაც მზის საშუალებით ვაცხელებთ და გვინდა რომ ეს მზის სისტემები მოვამარაგოთ უფრო. გაფართოებას არ ვგეგმავთ ჯერ-ჯერობით. სერვისებში გვინდა უფრო განვითარება. ახლა პირობითად, ხუთი ცხენი გვყავს, ველოების ყიდვასაც ვაპირებთ და უფრო აი ეს სერვისების განვითარება და დახვეწა გვინდა. ძირითადად, ბუქინგით ვმუშაობთ და კერძო გიდებით. ამიტომ ვგეგმავთ, ტურისტულ კომპანიებთან უფრო მეტ თანამშრომლობას “, - აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი ლევან არდოტელი.
უახლესი
3 საათის წინ
თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაეცა3 საათის წინ
თბილისში “სმარტის” 44-ე სუპერმარკეტი გაიხსნა