დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო vs დანია: გადამწყვეტი შეხვედრა - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

საქართველო vs დანია: გადამწყვეტი შეხვედრა - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

21-02-2025 11:30:00

ევროპის კონტინენტის მთავარი საკალათბურთო ტურნირის, ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის. G ჯგუფის წევრი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჯერ 21 თებერვალს თბილისში დანიის, შემდეგ კი 24 თებერვალს გასვლაზე სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

რა მოლოდინებია ფინალის ტოლფასი თამაშის წინ?

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა 10 თებერვალს სუპერლიგის 12 მოთამაშე შეკრიბა, რომელთაგან გენერალური შეკრებისთვის 8 კალათბურთელი შეარჩია. გენერალურმა შეკრებამ 18 თებერვალს აიღო სტარტი და ადგილობრივმოთამაშეებს ლეგიონერებიც შეუერთდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების რჩეული 15-ეული ასე გამოიყურება:

რატი ანდრონიკაშვილი (ობრადოირო, ესპანეთი), კამარ ბოლდუინი (ბასკონია, ესპანეთი), მათეხატიაშვილი (ბასკონიაU18, ესპანეთი), ლუკა ლიკლიკაძე (ორბი), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ლუკამაზიაშვილი (ამრა გაგრა), კახა ჯინჭარაძე (ამრა გაგრა), დუდა სანაძე (ესპეროსი, საბერძნეთი), სანდროსანაძე (ზესტაფონი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), თორნიკე შენგელია(ვირტუსი, იტალია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), ილია ლონდარიძე (ბათუმი), გიორგიკორსანტია (ქუთაისი).

რაც შეეხება დანიის საკალათბურთო ნაკრებს, ალან ფოსის გაწვრთნილი გუნდი ჩვენ წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს - მათ რიგებში იქნება ევროლიგის ორივე ვარსკვლავი: პარტიზანის უკანახაზელი, იფე ლუნდგერგი და მილანის მსუბუქი ფორვარდი, შევოლ შილდსი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დანიასთან თამაშის შემდეგ საქართველო შეხვედრას სერბეთთან გამართავს.

სერბეთი 4 მოგებითა და არცერთი წაგებით G ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია; ევრობასკეტის თანამასპინძლის სტატუსის გამო მშვიდადაა ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ფინეთის ნაკრებიც, რომელიც ისედაც ითამაშებს ტურნირის ფინალურ ეტაპზე. დარჩა საქართველო (2 მოგება; 2 წაგება) და დანია (1 მოგება; 3 წაგება) - საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდს დანიასთან ნებისმიერი ანგარიშით მოგება ჰყოფნის, რომ ზედიზედ მეექვსედ გაინაღდოს ევრობასკეტის საგზური, შესაბამისად, 21 თებერვლის თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ფაქტობრივ ფინალს წარმოადგენს ჩვენთვის.

კონტინენტის პირველობაას ერთდროულად 4 ქვეყნის 4 ქალაქი უმასპინძლებს: ტამპერე (ფინეთი), კატოვიცე (პოლონეთი), ლიმასოლი (კვიპროსი) და რიგა (ლატვია). ტურნირი 27 აგვისტოს აიღებს სტარტს, 14 სექტემბრამდე გაგრძელდება და ევროპის 24 საუკეთესო ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:

საქართველო VS დანია – 21 თებერვალი, 21:00 საათი;

სერბეთი VS საქართველო – 24 თებერვალი, 23:00 საათი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველად ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე 14 წლის წინ, 2011 წელს ითამაშა და მას შემდეგ ყოველ ჯერზე ახერხებდა საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით ტურნირზე მოხვედრას. საუკეთესო შედეგი (მე-11 ადგილი) სწორედ 2011 წელს მოვიპოვეთ.

ახლა კი ისღა დაგვრჩენია, გავავსოთ ახალი სპორტის სასახლე და ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს დარჩენილ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში. წინ ევრობასკეტია!

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები