მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

2025 წლის 1 აპრილიდან, საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება

news image

2024 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიგარეტის შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ რეგულაცია. აღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, ყველა ბრენდს ექნება ერთიანი, სტანდარტიზებული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდის და პროდუქტის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სტანდარტიზებული ზომის და ფერის უნიფიცირებული შრიფტით, სამედიცინო გაფრთხილებების და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით. ამასთან, შეფუთვაზე ბრენდის, ლოგოს, ფერის, სასაქონლო ნიშნის ან ბრენდთან დაკავშირებული ვიზუალური ელემენტების გამოყენება არ არის დაშვებული და სიგარეტის რეალიზაცია/განლაგება ხდება სადა შეფუთვით. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე, 5 თვის განმავლობაში შესაძლებელია სიგარეტის ბრენდირებული შეფუთვით წარმოება/იმპორტი/ბაზარზე განთავსება და 2025 წლის 1 აპრილამდე იმ პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც ბაზარზე 2025 წლის 1 მარტამდე განთავსდა. 2025 წლის 1 აპრილიდან სიგარეტის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება შესაძლებელი

2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე, 5 თვის განმავლობაში შესაძლებელია სიგარეტის ბრენდირებული შეფუთვით წარმოება/იმპორტი/ბაზარზე განთავსება და 2025 წლის 1 აპრილამდე იმ პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც ბაზარზე 2025 წლის 1 მარტამდე განთავსდა. 2025 წლის 1 აპრილიდან სიგარეტის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება შესაძლებელი.2025 წლის 1 აპრილიდან სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია  გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით.

სადა შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია პირველად, 2012 წელს ავსტრალიამ შემოიღო. რეგულაციის მიზანია თამბაქოს პროდუქტების მიმზიდველობის შემცირება და შეფუთვის როგორც რეკლამის საშუალების აღმოფხვრა.

არსებული მონაცემებით, მსოფლიოში 1.1 მილიარდი მწეველია, ხოლო თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად, 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიოში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, თამბაქოს მოხმარება გულსისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისა და დიაბეტის ძირითადი რისკ-ფაქტორია; მნიშვნელოვნად ამწვავებს ასთმის შეტევებს ბავშვებში. ამ დაავადებებს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 60%- მსოფლიოში, 85%- ევროპაში და 94%- საქართველოში. მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10%-; საქართველოში კი სიტუაცია ამ მიმართულებით ბევრად უფრო ტრაგიკულია - ეს მაჩვენებელი 22%- აღწევს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა