მიმდინარე წლის 27-29 მაისს, საქართველო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) 27-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას - „ცვლილებები, შოკები და გადაჭრის გზები „მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში" (Shifts, Shocks and Solutions: Microfinance in the Shadow of Geopolitics) უმასპინძლებს.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო მიკროსაფინანსო სექტორის პრაქტიკოსები და ევროპის და ცენტრალური აზიის მოაზროვნე ლიდერები მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან.
სამდღიანი შეხვედრის მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული ბანკი იქნება.
მიკროსაფინანსო სფეროს მსოფლიო ლიდერები გეოპოლიტიკური ცვლილებების გლობალურ პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ასევე ყურადღებას გაამახვილებენ სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს უზრუნველყოფასა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების დაფინანსების პრაქტიკულ სტრატეგიებზე.
შეხვედრის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ხელს უწყობს სექტორში უსაფრთხოებას და მდგრად განვითარებას. ასევე საუბარი შეეხება AI-სა და კლიმატის გავლენას სფეროს საქმიანობაზე.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერქართული ეროვნული ვალუტის - ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება.
შეგახსენებთ, MFC-ის 26-ე წლიურ კონფერენციაზე „მრავალფეროვნება ინკლუზიური დაფინანსებისთვის", რომელიც პოლონეთში გაიმართა 127 მიკროსაფინანსო და სოციალური საწარმოების დაფინანსების პროვაიდერი, 12 მიკროსაფინანსო ეროვნული ასოციაცია, 28 ინვესტორი, 13 საკონსულტაციო კომპანია, 9 პოლიტიკის შემქმნელი და მარეგულირებელი, 5 IT და ციფრული სერვისების პროვაიდერი მონაწილეობდა.
მიკროსაფინანსო ცენტრი MFC არის სოციალური საფინანსო ქსელი, რომელიც ხელს უწყობს სამართლიანობას, ინკლუზიურობას, თანასწორობას და პასუხისმგებლობას.საერთაშორისო ცენტრი აერთიანებს 100-ზე მეტ ორგანიზაციას ევროპის, ცენტრალური აზიის 36 ქვეყანაში, რომლებიც პასუხისმგებელ მიკროსაფინანსო მომსახურებას თითქმის 2,000,000 დაბალი შემოსავლის მქონე კლიენტს აწვდიან.
უახლესი
14 საათის წინ
თბილისში უეფას ლიცენზირების რეგიონული ვორქშოფი გაიმართა19 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა