საერთაშორისო საბანკო და ფინანსური გამოცემები - Central Banking და CFI საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავას დანიშვნას ეხმაურებიან.
როგორც გამოცემა Central Bank წერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავა დანიშნა, რომელიც ბანკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
ბრიტანული გამოცემა Capital Finance International-ი კი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ სებ-ის ახალი პრეზიდენტი წინდახედულ პოლიტიკას გაატარებს და შეინარჩუნებს ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობას.
სტატიაში მიმოხილულია ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე მუშაობის მიღწევები და გამოწვევები. ხაზგასმულია, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად, მიღწეულ იქნა ისეთი შედეგები, როგორიცაა დაბალი ინფლაცია, ფინანსური სტაბილურობა და საერთო ეკონომიკური ზრდა.
„ნათია თურნავას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ - ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს კი განსაკუთრებით რთული ამოცანაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს იყენებს", - აღნიშნულია სტატიაში.
როგორც CFI-წერს, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ისეთ გადამწყვეტ მომენტში იკავებს, როცა საქართველო გლობალურ ეკონომიკურ და ფინანსურ ცვალებადობასთან გამკლავებას ცდილობს.
„ცენტრალური ბანკის უნარი, აღადგინოს ინვესტორთა ნდობა, გადამწყვეტი იქნება გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად", - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
უახლესი
10 საათის წინ
თბილისში უეფას ლიცენზირების რეგიონული ვორქშოფი გაიმართა15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა