მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში საქსტატი უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა და ამ დროისათვის მონაცემთა ვალიდაციას ახდენს. როგორც რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 25 ივნისს იგეგმება.
ჩვენ, გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ აღწერა, რომელიც დაახლოებით ორი თვის მანძილზე გაგრძელდა. მაღალმთიან და ძნელად მისადგომ რეგიონებში მონაცემთა შეგროვება ჩვენ სექტემბერში მოვახდინეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა ამინდის შესაძლო გაუარესებით მიღებული დაბრკოლებები, სირთულეები. 14 ნოემბრიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში თვით რეგისტრაციის პორტალი იყო გახსნილი და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა თვითონ შეევსო ელექტრონული კითხვარი. მასთან სახლში არ მისულიყო ინტერვიუერი. დაახლოებით, 5-6%-მა მოსახლეობის ისარგებლა ამ შესაძლებლით და შემდეგ უკვე კარდაკარის პრინციპით ჩვენი 12 000-მდე ინტერვიუერი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენდა მონაცემთა შეგროვებას. აღწერის პროცესი, მონაცემთა შეგროვების პროცესი დასრულდა 31 დეკემბერს და ჩვენ გადავედით უკვე ახალ ეტაპზე, რაც მონაცემთა ვალიდაციას, ხარისხის სამუშაოებს და ადმინისტრაციულ მონაცემების საფუძველზე სხვადასხვა სახის მონაცემების შეგროვებასა და დაზუსტებას ემსახურება. სხვათაშორის, ეს რამდენიმე წლის წინ განისაზღვრა, თუ როდის უნდა გამოვაქვეყნოთ მონაცემები. ეს გახლავთ ივნისის ბოლო და სამუშაო პროგრამითაც არის განსაზღვრული, რომ 25 ივნისს წინასწარი შედეგები რეგიონების მათ შორის სქესის დონეზე იქნება წარმოდგენილი და კიდევ 2026 წლის ივნისის ბოლომდე ჩვენ უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების, ანუ სოფლების დონეზე შევთავაზებთ მაქსიმალურად დისაგრებირებულ მონაცემებს მოსახლეობას. 10 წელია არ ჩატარებულა მოსახლეობის აღწერა და ნამდვლად შევყურებთ დიდი მოლოდინებით ამ ინფორმაციას“, - განაცხადა თოდრაძემ.
უახლესი
14 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა