დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო

2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო

19-02-2025 19:00:00

2024 წელს ენგურჰესმა 3 401,6 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 4%-იანი კლებაა. 2023 წელს ენგურჰესის გამომუშავებამ სულ 3 556,0 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აღნიშნულის შესახებ სტატისტიკური მაჩვენებლები სემეკის ვებგვერდზეა განთავსებული. 

2024 წლის გენერაციაში ენგურჰესის წილი 24%-ია, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების ჯამურ გამომუშავებაში 30%-იანი წილი აქვს.

2024 წელს ელექტროენერგიის ჯამურმა გამომუშავებამ 14 234,1 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო  ხოლო ჰიდროელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება 11 344,3 მლნ კვტ/სთ იყო. 2024 წლის მაჩვენებლებითვე, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება 5 454,2 მლნ კვტ/სთ შეადგინა, სადაც ენგურჰესის წილმა 62%-ი შეადგინა.

სემეკის მონაცემებითვე, 2024 წლის განმავლობაში ენგურჰესმა ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის გამომუშავება ივლისში განახორციელა, საუბარია საანგარიშო თვეში 697,840 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, რაც მის მიერ განხორციელებული წლიური გამომუშავების 21%-ია.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

33 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები