დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია

19-02-2025 16:00:00

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარში საქართველომ ექსპორტზე 13,435.02 ათასი დოლარის ღირებულების 20,310,015.90 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა. 2024 წლის იანვრის სტატისტიკით კი ექსპორტი 14,502,592.62 ლიტრი იყო. შესაბამისად ზრდა 40%-ია.

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, რომელზეც წყლების ექსპორტის 61%-ი მოდის.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით მინერალური და მტკნარი წყლები გაყიდა:

რუსეთი  - 12,435,671.50 ლიტრი,

ყაზახეთი - 2,455,075.92 ლიტრი,

უკრაინა - 2,079,386.04 ლიტრი,

ლიეტუვა - 775,407.24 ლიტრი,

უზბეკეთი - 741,571.92 ლიტრი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 163,782.30 ათასი დოლარის ღირებულების 254,207,940.36 მინერალური წყლები გაიტანა. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

53 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები