„ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობით ამერიკული რესტორნების ქსელი Subway საქართველოში აქტიურად ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-ს „ვისოლ ჯგუფში“ განუცხადეს, ბაკურიანში ახლად გახსნილი Subway-ს რესტორანი რიგით 22-ე ობიექტია.
„ვისოლ ჯგუფის“ განმარტებითვე, 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით Subway-ს კიდევ 10 რესტორნის გახსნა იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში ამერიკული რესტორნებს ქსელის Dunkin-ის რესტორანი, რომლის ფრანჩაიზის მფლობელიც ასევე „ვისოლ ჯგუფია“, ჯერ კიდევ 2022 წელს გაიხსნა და ის დაბა ბაკურიანში აღმაშენებლის 1-ში მდებარეობს.
რესტორნების ინდუსტრიაში გლობალურ ლიდერ Subway-სა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულება 2023 წლის ბოლოს გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით Subway ქსელის გაფართოებას და ადგილობრივი მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული სარესტორნო გამოცდილების შეთავაზებას გეგმავს.
თავის მხრივ კი Subway მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული რესტორნების ქსელია.
დღეისთვის Subway მოიცავს 37 000 რესტორანს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
Subway-ის ისტორია: 1965 წელს 17 წლის ამერიკელმა ფრედ დელუკამ მეგობრისგან, პიტერ ბაკისგან 1000 დოლარი ისესხა და კონექტიკუტის შტატის ქალაქ ბრიჯპორტში პატარა რესტორანი Pete’s Super Submarines-ი გახსნა. დელუკას სამედიცინო განათლების მიღება სურდა და ბიზნესი სწავლის ფულის შესაგროვებლად დაიწყო. ახალი პროდუქტებით დამზადებული, გემრიელი სენდვიჩები მალე ძალიან პოპულარული გახდა.
1968 წელს შეეცვალა სახელი და ამჟამინდელი Subway დაერქვა.
უახლესი
3 საათის წინ
თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაეცა3 საათის წინ
თბილისში “სმარტის” 44-ე სუპერმარკეტი გაიხსნა