დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გენადი არველაძემ ავსტრიის ინდუსტრიების ფედერაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

გენადი არველაძემ ავსტრიის ინდუსტრიების ფედერაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

19-02-2025 16:28:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ავსტრიის ინდუსტრიების ფედერაციის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. ფედერაცია ავსტრიის ინდუსტრიულ სექტორში მოღვაწე მწარმოებლების უმსხვილეს ჯგუფებს აერთიანებს.

 

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, მას ასევე დაესწრო საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე. საქართველოს მხარის პატივისცემის მიზნით, ავსტრიის ინდუსტრიების ფედერაციის ცენტრალური ოფისის შესასვლელთან საქართველოს დროშა გამოიფინა.

 

როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, საქართველოსა და ავსტრიას მრავალწლიანი წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს. მისი თქმით, საქართველოში ავსტრიული კაპიტალის ოდენობა 430 მილიონ აშშ დოლარს აღემატება და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა - მშენებლობა, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, კვების მრეწველობა, ტურიზმი და სხვ. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ფედერაციის წევრებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა მსოფლიო ბანკის უახლეს Business Ready რეიტინგში. გარდა ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინფლაციის დონე ფართო რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას.

 

„ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების წყალობით, ქვეყანამ წარმატებით გადალახა საგარეო შოკები, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, რაც განაპირობა ინფრასტრუქტურულმა ხარჯებმა, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით განხორციელებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა. ვფიქრობთ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებულ დამატებით წამახალისებელ ინსტრუმენტებზე და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილია, სადაც მოქმედებს ლიბერალური საგადასახადო განაკვეთები, დაბალი რისკები, მწვანე ენერგეტიკა  და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ექსპორტის შესაძლებლობა მსოფლიოს 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე.

 

მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა მიმდინარე სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ მარშრუტებში. მისი ინფორმაციით, შეხვედრისას   გამოიკვეთა, რომ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ორი ავსტრიული კომპანია გამოიკვეთა - მათგან ერთი საფოსტო გზავნილების გადაზიდვებს ახორციელებს, მეორე კი საქართველოში საბანკო სერვისების მიწოდებითაა დაინტერესებული. უახლოეს მომავალში კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს გეგმავენ და მათ შორის, წარმომადგენლობის გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ.

 

ავსტრიის ინდუსტრიების გაერთიანების წევრებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის საქმიანი წრეების მეტი დაახლოება და ამ მიზნით, ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების მოწყობა.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

34 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები