დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ქვეყანა საიდანაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს

TOP 5 ქვეყანა საიდანაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს

09-10-2024 10:00:00

ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში შოკოლადის იმპორტი მზარდია. 2024 წლის იანვარ-აგვისტოსი საქართველომ 12,573.92 ტონა შოკოლადი იყიდა, რაშიც 53,098.73 ათასი დოლარი გადაიხადა. მიმდინარე მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,5%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის რვა თვეში ქვეყანამ 10,792.81 ტონა შოკოლადის იმპორტი განახორციელა.

საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 41%-ი რუსეთიდან შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს რომ რუსეთი საქართველოში შოკოლადის ნომერ პირველი იმპორტიორია. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს:

  • რუსეთი - 5,107.90 ტონა,
  • უკრაინა - 1,873.42 ტონა,
  • თურქეთი - 1,401.45 ტონა,
  • პოლონეთი - 822.14 ტონა,
  • ბელგია - 616.47 ტონა.

2023 წელს საქართველომ 22,207.22 ტონა შოკოლადი იყიდა, რაშიც 88,880.03 ათასი დოლარი გადაიხადა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები