კომპანია „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე Business Insider Georgia-სთან „ეკონომიკური ფორუმის“ პლატფორმის მნიშვნელობას აფასებს.
„რიგით მე-16 -ე ეკონომიკური ფორუმი ენერგეტიკის საკითხებს ეძღვნებოდა. ასეთი ტიპის პლატფორმა განსაკუთრებულია, რადგან აქტუალურ საკითხებზე ასეთი შეხვედრები ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მნიშვნელოვანია.
თანაც დღევანდელი ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა იყო ენერგეტიკის სფერო. რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელია და მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და ეკონომიკის ნებისმიერი დარგისათვის.
ჩვენ მოვისმინეთ მნიშვნელოვანი სიახლეები, რაც უკავშირდება განახლებადი ენერგიის დარგის აქტუალიზაციასა და პოპულარიზაციას. ასევე საუბარი იყო „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე.
განახლებადი ენერგიის მიმართულებით არსებობს უკვე ბევრი მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტები. გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით არის შეფერხება, მაგრამ ეს საკითხი მალე გადაიჭრება და უფრო მეტი განახლებადი ენერგიის წარმოება მოხდება, რაც ხელს შეუწყობს დარგს და კონკრეტულად ჩვენს საქმიანობას.
ჩვენი საქმიანობაა სამშენებლო დეველოპმენტი და რამდენიმე ათეულობით მეგავატზე მოთხოვნას, მხოლოდ ჩვენ ერთი დეველოპერული კომპანია წარმოვშობთ“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.
ეკონომიკური ფორუმის მეთექვსმეტე დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა - საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგოუსაფრთხოება და განახლებადი ენერგია. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია; საქართველოს ბანკი • Bank of Georgia-ის ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე; დისკუსიას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი.
უახლესი