სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის პრიმოს მხარდაჭერით, პორშე ცენტრი თბილისმასრულიად განსხვავებული შესაძლებლობებით, Porsche-ს ელეგანტური სტილითა და დიზაინით გამორჩეული ელექტრომოდელი Porshce Macan-ი წარადგინა. პრეზენტაცია ძველი ქართული კინოსტუდიის ტერიტორიაზე შედგა.
პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია და საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში დასარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვის ცენტრებში მომსახურება, კონსიერჟის მომსახურება.
„პორშე ცენტრი თბილისის ღონისძიებები ჩვენთვის, ყოველთვის, საინტერესო და მნიშვნელოვანია. ალდაგსადა პორშეს ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა. დღეს, წარმოდგენილი ვართ, ალდაგის პრემიუმ ბრენდის - პრიმოს სახელით. პრიმო ეს არის უნიკალური სადაზღვევო გამცდილება, რომელიც ინდუსტრიისთვის სიახლეა. პრიმოს სერვისით, ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად მოვერგოთ მომხმარებლების საჭიროებებს, რომელიც არაერთ სპეციალურ შეთავაზებას და განსხვავებულ პირობას მოიცავს. მათ შორისაა, პერსონალური მენეჯერი, კონსიერჟ სერვისი და სხვა,“- ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგის დირექტორი;
ელექტრიფიცირებული Porsche Macan-ის უახლესი მოდელის მსოფლიო გაყიდვები ერთდროულად დაიწყო. თანამედროვე და კლასიკური Macan-ი, Porsche-ს 2024 წლის მთავარი სიახლეა.
უახლესი