ჩვენ ევროკავშირის კანდიდატ ძალიან ბევრ ქვეყანას გავასწრებთ და დავუახლოვდებით წევრ ქვეყნებს. ეს გულისხმობს გაზრდილ ბიუჯეტს, რაც დაახლოებით 40 მილიარდ ლარამდე იქნება 2028 წლისთვის, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„ყველა ის ამოცანა, რომელსაც საზოგადოებას ვეუბნებით, აუცილებლად შესრულდება. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალში 130 მილიარდზე მეტი იქნება 2028 წლისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ მსყიდველობითი პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე დოლარებზე ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 36 ათას დოლარამდე ავა. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატ ძალიან ბევრ ქვეყანას გავასწრებთ და დავუახლოვდებით წევრ ქვეყნებს. ეს გულისხმობს გაზრდილ ბიუჯეტს, რაც დაახლოებით 40 მილიარდ ლარამდე იქნება 2028 წლისთვის და გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ჩვენ შეგვიძლია ბევრ ამოცანას ვუპასუხოთ. ეს იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, თავდაცვითი და ა.შ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
უახლესი
1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა