დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საქართველოს ბანკი“ ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა დეველოპერს და მისცეს ის რესურსი რაც მცირე, საშუალო და დიდი პროექტების განსახორციელებლად არის საჭირო - არჩილ გაჩეჩილაძე

„საქართველოს ბანკი“ ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა დეველოპერს და მისცეს ის რესურსი რაც მცირე, საშუალო და დიდი პროექტების განსახორციელებლად არის საჭირო - არჩილ გაჩეჩილაძე

09-10-2024 13:29:00

 „დღეს გაიმართა ძალიან კარგი მსჯელობა. ეკონომიკის მინისტრის მხრიდან  მოვისმინეთ იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც  უკვე განხორციელდა სახელმწიფოს მხრიდან და მომავალშია დაგეგმილი, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ Business Insider Georgia-ს საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მე 16 დისკუსიის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით,  მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის შექმნა და CFD-ის სტრუქტურა, უმნიშვნელოვანესია, რაც კერძო ინვესტორისთვის შესაძლოა დამატებითი სტიმულად იქცეს.

„ასევე რეგულატორმა გაგვაცნო ის ჩარჩო, რასაც უნდა ველოდოთ მომავალ წლებში. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ინვესტორია ამ კუთხით დაინტერესებული და ამ სექტორის ხელშეწყობა არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტი“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.   

მისი თქმით, ამ კუთხით „საქართველოს ბანკი“ ცდილობს გვერდში დაუდგეს ყველა დეველოპერს და მისცეს ის რესურსი, რაც საჭიროა მცირე საშუალო  თუ დიდი პროექტების განსახორციელებლად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მეთექვსმეტე დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა იყო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგოუსაფრთხოება და განახლებადი ენერგია. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი;  სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია; საქართველოს ბანკი • Bank of Georgia-ის ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე; დისკუსიას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები