დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სელფი Nasa Space Apps Challenge 2024-ის პარტნიორია

სელფი Nasa Space Apps Challenge 2024-ის პარტნიორია

09-10-2024 07:55:00

4 ოქტომბერი, 2024 - სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ტრადიციულად, მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის, Nasa Space Apps Challenge 2024-ის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია. სელფი უკვე მეხუთე წელია, რაც ჰაკათონს უჭერს მხარს და ეხმარება გამარჯვებულებს, საერთაშორისო დონეზე წარადგინონ საკუთარი იდეა.

ჰაკათონი ყოველწლიურად, ერთდროულად იმართება მსოფლიოს 300-მდე სხვადასხვა ქალაქში და გლობალურად აერთიანებს ათასობით მონაწილეს. წლევანდელი ჰაკათონის მთავარი თემაა “The Sun Touches Everything". ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები ინტენსიურად იმუშავებენ და საკითხის ირგვლივ მწვავე პრობლემას, ნასას მონაცემებზე დაყრდნობით, მოუნახავენ ინოვაციურ გადაწყვეტას. შემდეგ ეტაპზე, ადგილობრივი ჰაკათონის გამარჯვებულები ნამუშევრებს გლობალურ დონეზე წარადგენენ და Nasa Space Apps Challenge-ის მთავარ ჰაკათონზე მიიღებენ მონაწილეობას.

საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის გარდა, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ჰაკათონის განმავლობაში დაესწრონ ვორქშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

Nasa Space Apps Challenge 2024-ის ორგანიზატორები არიან სტარტაპ ბიურო და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ.

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს - Facebook, Instagram, YouTubeLinkedIn.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები