პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. აქტიურად ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ასევე, კერძო პარტნიორის შერჩევაც აქტიურ ფაზაშია.
„იცით, რომ გვაქვს ინტენსიური დიალოგი პრეტენდენტ კომპანიასთან, რომელიც ასევე მალე დასრულდება. იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ გამარჯვებული სამშენებლო კონსორციუმი და ისინი აქტიურად მუშაობენ დღეს ანაკლიის აკვატორიაში. უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება დიდი პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას უფრო დეტალურად გავაცნობთ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას. პროგრესი გვაქვს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მინდა გითხრათ, რომ უწყვეტად გაგრძელდება.
სამწუხაროდ, ბევრია სკეპტიციზმი ამ პროექტის მიმართ. ბევრს არ აქვს სრული ინფორმაცია და შესაძლოა ნაკლებად სჯერა პროექტის განხორციელება დათქმულ ვადებში, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საკმაოდ მოზომილი თარიღი შევთავაზეთ საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, რომ სამუშაოები უფრო სწრაფი ტემპითაც წარიმართება და კიდევ უფრო სწრაფად შევძლებთ ამ პორტის ოპერირებას. რა თქმა უნდა, საუბარია, ამ შემთხვევაში პირველ ფაზაზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს ამისთვის. გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია შერჩეული. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩვენ ნამდვილად მაქსიმუმ გეგმის მიხედვით, მაგრამ, იმედი მაქვს, გეგმაზე უფრო სწრაფადაც მოვახდენთ ამ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილი.
უახლესი
56 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა