დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აფასებს Georgia Palace Hotel & Spa ტურისტულ სეზონს და 2025 წლიდან  რა სიახლეები ელოდებათ სასტუმროს ვიზიტორებს

როგორ აფასებს Georgia Palace Hotel & Spa ტურისტულ სეზონს და 2025 წლიდან რა სიახლეები ელოდებათ სასტუმროს ვიზიტორებს

22-11-2024 17:00:00

ქობულეთში მდებარე სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის უკვე აქტიურად ემზადება. სასტუმრო გეგმავს, როგორც არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას, ასევე ახალი სერვისების დამატებას.

როგორც Business Insider Georgia-სთან Georgia Palace Hotel & Spa-ს გაყიდვების მენეჯერმა ელზა ჯინჭარაძემ განაცხადა, 2025 წელს სასტუმროში სტუმრებს „ტკბილი სახლი“ დახვდებათ, სადაც მომხმარებელს Georgia Palace Hotel-ის შეფების მიერ მომზადებული სხვადასხვა სახის ტკბილეულს შესთავაზებენ. 

„შიდა სივრცის განახლება ყოველწლიურად ხდება. უკვე დავიწყეთ 2025 წლის ტურისტული სეზონისთვის მზადება და მალე, დაიწყება გარე სივრცეში, აუზთან მდებარე ბარის განახლება. იგეგმება ბარის, როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის განახლება. ასევე გვექნება „ტკბილი სახლი“, სადაც ჩვენი შეფების მიერ მომზადებული ტკბილეული იქნება წარმოდგენილი“, - აცხადებს Georgia Palace Hotel & Spa-ს გაყიდვების მენეჯერი.

ელზა ჯინჭარაძის განმარტებით, მომავალი წლის ჯავშნებთან დაკავშირებით სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს შემომყვან ტურიზმზე ორიენტირებულ ტურისტულ კომპანიებთან. 

„გაქვს მოლაპარაკებები შემომყვან ტურისტულ სააგენტოებთან, რომლებიც საკმაოდ აქტიური თანამშრომლობით გამორჩევიან. უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები და ჯავშნების მიღება 2025 წლის მაღალი სეზონისთვის. საუბარი მაქვს ევროპული ბაზრებიდან ჯავშნებზე, საიდანაც ჩვენს მაგალითზე უფრო აღმოსავლეთ ევროპა აქტიურობს“, - აცხადებს ელზა ჯინჭარაძე.

2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით  Georgia Palace Hotel & Spa-ს სტუმრების რაოდენობა 10%-მდეა გაზრდილი. 

„2024 წლის 10 თვის მაჩვენებლებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩვენი სტუმრების რაოდენობა 7-10%-ითაა გაზრდილი. ცხადია მაღალ სეზონზე ზრდა გასულ წელთან შედარებით უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით გამოირჩეოდა, თუმცა მთლიანად იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებლებით 7-10%-ია“, - აცხადებს  Georgia Palace Hotel & Spa-ს გაყიდვების მენეჯერი.

რაც შეეხება სტუმრებს, Georgia Palace Hotel & Spa-ს ძირითადი სტუმრები მაინც საქართველოს მოქალაქეები არიან.

„ადგილობრივი სტუმრების წილი 85-95%-ია, ხოლო დანარჩენი ნაწილდება სხვა ქვეყნებზე ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროპული ქვეყნებიდან კი პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა აქტიურობს. 

უცხოელების მხრიდან გარდა ღამისთევის სერვისებისა მოთხოვნა არის სპა მიმართულებაზე. მაგალითად, განსაკუთრებულად, ყაზახეთიდან ჩამოსული სტუმრები ძირითადად სპა მიმართულებით არიან დაინტერესებულნი, დანარჩენები კი დასვენების მიმართულებით არიან აქტიურები. უცხოელი სტუმრები საშუალოდ 7 დღიან პაკეტებს იღებენ, ხოლო ადგილობრივები მინიმუმ 10 დღეს“, - განმარტავს ელზა ჯინჭარაძე. 

ირკვევა, რომ გასულ წელთან შედარებით Georgia Palace Hotel & Spa-ს ფასების კორექტირება მოუწია.

„ჩვენს სერვისებში გარკვეული მომსახურებები დავამატეთ. მაგალითად, კვების დროს ისეთ სერვისები დავამატეთ, რაც შარშან არ შედიოდა, საუბარი მაქვს სასმელებზე და ზოგადად ნომრების კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა შეთავაზებები გვქონდა. 

რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მართლა ვცდილობთ, რომ ყოველი თვე იყოს საინტერესო და მიმზიდველი სტუმრებისთვის“, - ამბობს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი. 

​უკვე მეორე წელია, რაც Georgia Palace Hotel & Spa "ოქროსფერ ნოემბერს" მასპინძლობს, რომლის დროსაც სასტუმროს სტუმრები ტრადიციულ ციტრუსის რთველში 

„ზოგადად ქობულეთში ნოემბერი არის მართლა ნარინჯისფერი, რადგანაც ყველა სოფელში არის ციტრუსის ბაღები და ამ დროს იმართება რთველი. სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa-საც აქვს თავისი ციტრუსის ბაღი, რომლის ნაწილიც ჩვენი სტუმრების ჩართულობითაა გაშენებული. წელს რთველში უფრო მეტი სტუმარი გვყავდა, ვიდრე გასულ წელს. კოკა-კოლასა და მაკდონალდსის თანამშრომლებთან ერთად გვყავდა ჩვენი ლოიალური სტუმრებიც. შარშანდელთან შედარებით წელს „ოქროსფერი ნოემბრის“ ფარგლებში 100%-ით მეტი იყო ინტერესი. შარშან ვინც იყო ისინი ისევ დაინტერესდნენ, მათ ინფორმაცია გადასცეს მეგობრებსაც, ისინიც დაინტერესდნენ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ წელს ამინდმა ხელი შეგვიშალა, ყველა ღონისძიება ძალიან ლამაზი გამოვიდა“, - ამბობს ელზა ჯინჭარაძე.

რაც შეეხება საახალწლო დღეებზე მოთხოვნას, Georgia Palace Hotel & Spa-ს მაგალითზე გასული წლის ანალოგიურია, თუმცა სასტუმროს მენეჯმენტს მოლოდინი აქვს, რომ მათი რაოდენობა „ბოლო წუთის“ ჯავშნების სახით კიდევ უფრო გაიზრდება.

„ახალი წლის მოთხოვნა იგივე დონეზეა, ძირითადი მოთხოვნა შემოდის ადგილობრივი ბაზრიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, ამ მიმართულებით უფრო გამორჩეულია სომხეთი“, - განმარტავს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი. 

Georgia Palace Hotel & Spa 157 სასტუმრო ნომერს აერთიანებს.

სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa  Kobuleti პირველი ქართული ხუთ ვარსკვლავიანი საკურორტო ბრენდია, რომელიც საქართველოში, სტუმარმასპინძლობის ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. დასვენება, ფიტნესი, სპორტული აქტივობები და გართობა იმ სერვისების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti  სტუმრებს სთავაზობს. მთავარი უპირატესობა, რომლითაც სასტუმრო გამოირჩევა არის ოჯახური სულისკვეთება და სტუმრებისადმი მეგობრული განწყობა. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები