2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (#854/853) იმოძრავებს.
როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის ხანგრძლივობა შემცირდება დაახლოებით 2 საათით, ასევე მატარებლის ტევადობა გაიზრდება 100 ადგილით, ხოლო რეისები შესრულდება დღეგამოშვებით.
განრიგი:
ბილეთის ღირებულება:
მეორე კლასის ბილეთის ფასი – 11-15 ლარი (დაშორების მიხედვით).
სად შევიძინოთ ბილეთები?
მატარებლის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებში და ონლაინ ვებ-გვერდზე: gr.com.ge
რაც შეეხება თბილისი-ქუთაისის მიმართულებას: ქუთაისში მიმავალი მგზავრები იმგზავრებენ ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე იმგზავრებენ #6355/6356 და #6353/6354 ელექტრომატარებლებით, რომლების გრაფიკი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.
უფრო კონკრეტულად:
ქუთაისში მიმავალი მგზავრები თბილისი-ოზურგეთის მატარებლით ჩავლენ რიონის სადგურამდე.
ხოლო იმ მგზავრებს, ვისაც ქუთაისი 1-ის სადგურამდე მისვლა სურთ, რიონში გადასხდებიან ელექტრომატარებლებში (#6355/6356 და #6353/6354), რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.
მგზავრობის ტარიფი (რიონი-ქუთაისი 1): 0,50 თეთრი
შეგახსენებთ, რომ gr.com.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ
თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები.
უახლესი
1 საათის წინ
მომავალ კვირაში KIU-ში Huawei-ს აკადემია გაიხსნება4 საათის წინ
„ჯიველი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
ვიწყებთ ორმაგი დიპლომის პროგრამებს - KIU-ს რექტორი