თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლები განახლდა.
ევროპული წარმოების, სრულიად ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავარძლები მგზავრებს გამგზავრებამდე კომფორტული დასვენების შესაძლებლობას მისცემს.
პროექტში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ 260 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლონური კომპანიის მიერ წარმოებული ანალოგიური ტიპის სავარძლები განთავსებულია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის აეროპორტში, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, ხორვატია, ლიეტუვა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, სერბეთი, პოლონეთი, ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი და სხვა.
„ტავ ჯორჯია“ შიდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ტექნიკის განახლებაში მიმდინარე წელს 24 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
უახლესი