დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირდაპირი ფრენების სტატისტიკაში ნომერ პირველი მიმართულება ევროპაა - მარიამ ქვრივიშვილი

პირდაპირი ფრენების სტატისტიკაში ნომერ პირველი მიმართულება ევროპაა - მარიამ ქვრივიშვილი

14-07-2024 18:11:00

მე მინდა ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ ჩამოდიოდნენ ევროპელი ტურისტები, მინდა გაგახაროთ თქვენ და გითხრათ, რომ არა თუ არ ჩამოდიან, არამედ მეორე კვარტლის ჭრილში 13,3%-ითა გაზრდილია ევროპიდან ტურისტული ნაკადები, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. 

როგორც ქვრივიშვილმა თქვა, საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ ტურიზმი გაიზარდა 5,6%-ით, შესაბამისად ქვეყანამ 2 კვარტლის ჭრილში უკვე უმასპინძლა 3 მლნ ვიზიტორზე მეტს.

„ასევე მინდა სასიხარულო ამბავი გაგიზიაროთ და გითხრათ, რომ განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება გერმანიიდან და მეორე კვარტლის ჭრილში დაახლოებით 26%-ითაა გაზრდილი გერმანიიდან ტურისტული ნაკადები.  რამ განაპირობა ეს? კერძო სექტორთან ერთად ჩვენ გაქვს ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა, თუ სად ვახდენთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, ანუ რა არის იქ ქვეყნები, სადაც საქართველო იხარჯება, მათ შორის ფინანსურად. 

სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია დივერსიფიკაციისკენ. სად მიმართავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, როდესაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაზე ვსაუბრობთ, ეს არის ევროპის ქვეყნები. ჩვენი ბიუჯეტი გამჭვირვალეა და ნებისმიერს შეუძლია ნახოს თუ სად მიემართება ჩვენი მარკეტინგული დანახარჯები, იმისთვის რომ დამატებითი სპეკულაციები არ იყოს. თითქოს ჩვენი ტურიზმი დამოკიდებულია, რომელიმე ერთ ქვეყანაზე. ბოლო წლების განმავლობაში არასოდეს ასე არ ყოფილა. საბედნიეროდ ჩვენი ტურიზმი ისეთი დივერსიფიცირებულია, როგორც არასდროს. ვხედავთ, რომ გაზრდილია ისეთი ქვეყნების წილი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელთა მოქალაქეები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანობით. შესაბამისად ჩვენი მარკეტინგული კამპანიების ძირითადი ნაწილი შემიძლია თამამად ვთქვა 70%-ი იხარჯება ევროპის ქვეყნებში. ჩვენ ძალიან აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა და გვაქვს ავიაკომპანიებთან და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად შევძელით და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში იმედი ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ რამდენიც აქამდე არ ჰყოლია. რეისების სტატისტიკაში შეიძლება ვთქვათ, რომ ნომერ პირველი მიმართულება, სადაც პირდაპირი ფრენები სრულდება ეს არის ევროპა 18%-იანი წილით, 17%-ით ყურის ქვეყნები და სხვა. ამიტომ ეს არის ერთიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის ნაწილი. ძალიან მიხარია, რომ ტურიზმის ინდუსტრია ასე განაგრძობს განვითარებას. ჩვენ გაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და მინდა ყველა დავარწმუნო, რომ წლის ბოლოს ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ ტურიზმის ინდუსტრია ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს“, - განმარტავს ქვრივიშვილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები