დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გურია დამსვენებლებს შავი ზღვის მოწესრიგებული სანაპირო ზოლით მასპინძლობს

გურია დამსვენებლებს შავი ზღვის მოწესრიგებული სანაპირო ზოლით მასპინძლობს

19-07-2024 13:53:00

გურიის რეგიონი ახალ საკურორტო სეზონს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ხვდებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპსსაქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამუდმივად ზრუნავს დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნაზე.

სანაპირო ზოლს კომპანიის 220 ადგილობრივი თანამშრომელი ყოველდღიურად ასუფთავებს, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარები (Beach tech), ტრაქტორები და სხვა სპეციალური ტექნიკა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ადგილზე გაეცნენ  ურეკის შავი ზღვის სანაპირო ზოლი თანამედროვე ტექნიკით დასუფთავების პროცესს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები