დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მგზავრებს ვთხოვთ, გამგზავრებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში - Wizz Air

მგზავრებს ვთხოვთ, გამგზავრებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში - Wizz Air

19-07-2024 15:50:00

Wizz Air იმ მრავალ ავიაკომპანიას შორისაა, რომლებიც დაზარალდნენ გლობალური IT შეფერხებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უნგრული ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, როგორც ყველა სხვა ავიაკომპანია, Wizz Air-იც განიცდის მწვავე ტექნიკურ გამოწვევებს გლობალური IT-სისტემის მუშაობის შეფერხების გამო. Wizz Air-ის მომხმარებლებს, შესაძლოა პრობლემები შეექმნათ ავიაკომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით.

Wizz Air-ის ონლაინ სერვისებირომლებიც ამჟამად შეფერხებით მუშაობს:

  • Wizz Air-ის ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია
  • დაჯავშნის სისტემა
  • ონლაინ შემოწმების სისტემა და ჩასხდომის ბარათის ჩვენება
  • საკონტაქტო ცენტრები – ახალი ჯავშნები და არსებულში შეტანილი ცვლილებები

მიმდინარე შეფერხების პერიოდში, მგზავრებს ვთხოვთ, გამგზავრებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში, რათა შეძლონ რეგისტრაცია, უსაფრთხოებისა და საპასპორტო კონტროლის პროცედურების სწრაფად გავლა. აეროპორტში უფასო რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ყველა მგზავრისთვის.

Wizz Air-ის გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის მინიმუმამდე დაიყვანოს ტექნიკური შეფერხებით გამოწვეული ზიანი“.

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდიულტრაბიუჯეტური ავიაკომპანიაარომელიც ოპერირებს 185 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტითავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებსრამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი  51.1 მილიონი მგზავრისთვის 2023 ფინანსურ წელს (F23), რომელიც მთავრდება 2023 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელითკომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ისმსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერასევე Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ 2019, 2020 და 2023 წლებში ATW-ის მიერეს ყველაზე დიდი პატივიარაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულიაროგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები