დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა დოლარი სავარაუდოდ, ერთჯერადი ზეწოლის გასანეიტრალებლად გაყიდა - გალტ & თაგარტი

სებ-მა დოლარი სავარაუდოდ, ერთჯერადი ზეწოლის გასანეიტრალებლად გაყიდა - გალტ & თაგარტი

05-06-2023 12:33:00

საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის შეფასებით, 2 ივნისს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია სავარაუდოდ, ერთჯერადი ტრანზაქციის გასანეიტრალებლად განახორციელა.

წელს სებ-მა $765.8 მილიონი დოლარი შეისყიდა. 

„2023 წლის 2 ივნისს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 17.1 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ბაზრისთვის შეთავაზებული 40 მლნ აშშ დოლარიდან, სავარაუდოდ, ლარზე ერთჯერადი შეწოლის გასანეიტრალებლად.

ეს იყო პირველი სავალუტო ინტერვენცია გაყიდვის მიმართულებით 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 765.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,"- ნათქვამია Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები