დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს - ზურა ჩხაიძე

სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს - ზურა ჩხაიძე

23-12-2024 18:25:00

ჩვენ ზოგადად გვქონდა საუბარი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბიზნესსა და სახელმწიფოს ფუნქციონირებას შორის, - განაცხადა ბიზნესმენმა ზურა ჩხაიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, გაისმა აზრები როგორც კრიტიკული, ასევე აზრი, რომელიც გააჩნია ბიზნესს. სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, სტაბილურობა გჭირდებათ თქვენ, ჩვენ, ზოგადად ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. კარგია, როდესაც გამოითქვა აზრი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ბიზნესის მხარეც შეხვდება ზოგადად ბიზნესს, რომელიც ფიქრობს ქვეყნის განვითარებაზე“, - აღნიშნა ზურა ჩაიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები