მე რომ ვთვლიდე, რომ დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, მე ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი, - განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ მინისტრთან გამართული შეხვედრების შემდეგ.
მისი თქმით, დღეს პრემიერმაც ისაუბრა იმაზე, რომ აქტიურად გრძელდება DCFDA -სა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე არ ვთვლი, რომ დღეს ქვეყანას აქვს პრორუსული კურსი. არის პრობლემები, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოსავალი აქედან არის. მე გელაპარაკებით ეკონომიკიდან გამომდინარე და ბიზნესიდან გამომდინარე.
დღეს პრემიერმაც ისაუბრა იმაზე, რომ აქტიურად გრძელდება DCFDA-სა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ბევრი თემა აქვს საქართველოს დასალაგებელი და ეს პროცესი მარტივი პროცესი არ არის. ამ მიმართულებით DCFDA-ს და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულება უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა, რაც ძალიან კარგია. ის პოლიტიკური სიტუაცია, რაც დღეს არის შექმნილი რეგიონში, გვავალდებულებს, როგორც აღინიშნა შეხვედრაზე, გარკვეულ სიფრთხილეს“, - აღნიშნა ირაკლი ბურდილაძემ.
უახლესი