Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციების ფასები გაიზარდა, ხოლო ერთის შემცირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.18% წინა კვირასთან შედარებით და -3.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 433 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.70 - 48.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.16% წინა კვირასთან შედარებით და -2.83% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 484 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.05 - 31.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.08% წინა კვირასთან შედარებით და - 0.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 433 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.24 - 11.94 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 113 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი